LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავის ტკივილი, თავბრუდახვევა ყურებში შუილი – წარმოადგენს თუ არა ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი აღნიშნული სიმპტომების მიზეზს, რას ამბობს ექიმი, ზურაბ მიქელაძე

373
ზურაბ მიქელაძე

კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრი თერაპევტ, ზურაბ მიქელაძის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ექიმი საუბრობს არის თუ არა კავშირი თავის ტკივილი, თავბრუ ხვევა და ყურებში შუილი ხერხემლის თიაქართან:

„წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში, კატეგორიულად დაუშვებელია „ტურნიკზე“ ჩამოკიდება…“ – ექიმი, ზურაბ მიქელაძე გვაფრთხილებს

ექიმი ამბობს, რომ წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში, კატეგორიულად დაუშვებელია „ტურნიკზე“ ჩამოკიდება.

ხერხემლის თიაქარი და მისი გამომწვევი მიზეზები – ზურაბ მიქელაძე გადაცემაში „პულსი“

„წარმოადგენს თუ არა ხერხემლის მალთაშორისი დისკის თიაქარი ან პროტრუზია, თავბრუდახვევის, თავის ტკივილისა და ყურებში შუილის მიზეზს, რომელიც თითქოსდა ვითარდება თიაქრისა და პროტრუზიის მიერ სისხლძარღვზე მიჭყლეტით, რომელიც ამარაგებს თავის ტვინს სისხლით? – რასაკვირველია ეს სრული სიცრუეა, რადგან თავის ტვინი სისხლით მარაგდება ხერხემლის არტერიისა და საძილე არტერიის დახმარებით, რომლებიც მდებარეობენ ხერხემლის გარეთ, ხოლო მალთაშორისი დისკის თიაქრის დროს, თიაქარი მდებარეობს ხერხემლის შიგნით არხში, რა დროსაც აწვება ნერვულ წნულს და არა სისხლძარღვს, რომელიც მიდის თავის ტვინისაკენ ამიტომ შეუძლებელია თიაქარმა მიჭყლიტოს არტერია“, – ამბობს ექიმი ვიდეომიმართვაში.

magti 5g