LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავის ტკივილისგან განთავისუფლების შვიდი ეფექტური მეთოდი

1148

თუ თავის ტკივილი გაუსაძლისია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მაგრამ თუ საქმე აქამდე ჯერ არ მისულა, მაშინ სცადეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რამდენიმე მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდი.

 

ივარჯიშეთ 

რეგულარული ვარჯიში თავის ტკივილის უებარი საშუალებაა, რადგან ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმი ენდორფინს გამოჰყოფს, ის კი, თავის მხრივ ბლოკავს ტკივილის რეცეპტორებს და ხსნის სტრესს, რომელიც თავის ტკივილის მთავარი მიზეზია. ივარჯიშეთ კვირაში სამჯერ ნახევარი საათი და ორ კვირაში აუცილებლად განთავისუფლდებით თავის ტკივილისგან.

მიირთვით ბოსტნეული და თხილი 

თავის ტკივილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობაა. მიირთვით ისპანახი, მანგოლდი, ნუში და თხილი ან მიიღეთ მაგნიუმის შემცველი ვიტამინები.

ნუ დალევთ ბევრ ყავას

კოფემანებმა იციან, რომ კოფეინის ნაკლებობა ძლიერ თავის ტკივილს იწვევს. თუმცა, ზოგჯერ დილას მირთმეულმა ყავამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი დღის მეორე ნახევარში. ეტაპობრივად შეამცირეთ კოფეინის მიღება 225 მილიგრამამდე და ორგანიზმი ნაკლებად იგრძნობს მის უკმარისობას.

კარგად გამოიძინეთ 

უძილობა თავის ტკივილს დღის პირველ ნახევარში იწვევს, რადგან დაღლილი გონება ყველა გამაღიზიანებელზე სწრაფად რეაგირებს. აუცილებლად დაიცავით რეჟიმი და იძინეთ დღე-ღამეში 7-8 საათი.

მოსინჯეთ მედიტაცია 

მედიტაცია თავის ტკივილის დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან მარტივად ხსნის სტრესს. დაიწყეთ 10 წუთიანი ვარჯიშებით და ეტაპობრივად გაზარდეთ 2 საათამდე.

გაიმაგრეთ კისერი

შესაძლოა ბრიყვულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამგვარი მეთოდის ეფექტურობა მეცნიერულადაა დამტკიცებული. კისრის დაძაბულობა კუმშავს ნერვებს თავის ტვინში და იწვევს ტკივილს. თუ გრძნობთ ტკივილს კისრის არეში, ავარჯიშეთ კუნთები, რადგან სწორედ მათი გამაგრებით შეძლებთ დაძაბულობის მოხსნას და თავის ტკივილისგან გათავისუფლებას.

დალიეთ მეტი წყალი

ხშირად თავის ტკივილის მიზეზი გაუწყლოებაა, ამიტომ დალიეთ მეტი წყალი. რა რაოდენობით სითხე უნდა მიიღოთ თვითონ განსაზღვრეთ, რადგან ზუსტი წესი არ არსებობს და ყველაფერი სხეულის მასაზე, ამინდსა და სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g