LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისი ფოტოს დადება თვითგანდიდებად მიაჩნია.. ამიტომ მე დავდებ მსოფლიოში ყველაზე ინტროვერტი პოლიტიკოსის და მისი გენიალური დედის ფოტოს“ – თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას ბავშვობისდროინდელ ფოტოს გვიზიარებს

392
Untitled design (2)

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მეუღლის გიგა ბოკერიას ბავშვობისდროინდელ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც დედასთან ერთად აქვს გადაღებული.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, „გიგა ბოკერიას საკუთარი ფოტოს დადება თვითგანდიდებად მიაჩნია“. მისივე თქმით, „როგორი იძულებული იმპერიაც ამერიკაა, ზუსტად ისეთი იძულებული პოლიტიკოსია გიგა“.

„დაახლოებით რომ მიხვდეთ, გიგა საკუთარი თავისგან როგორი დაცლილია და როგორ არ უყვარს წინ ყოფნა, გუშინდელ ამბავს მოვყვები.

ნანას მილოცვა უნდოდა და ფოტო ჩამიგდეო.

ჩავუგდე მისი და დედამისის ბავშვობის ფოტო.

და არა! ისეთი მირჩევნია, სადაც მე არ ვარო.

თავისი ფოტოს დადება თვითგანდიდებად მიაჩნია.

ამიტომაა, რომ რაც მის შესახებ ფართო საზოგადოებამ იცის, ყველაფერი მისი მტრების მოგონილია.

ვაკუუმს ქმნის მის შესახებ 30 წელია და ამ ვაკუუმს მტრები ავსებენ.

როგორი იძულებული იმპერიაც ამერიკაა, ზუსტად ისეთი იძულებული პოლიტიკოსია გიგა

მე ამ თვისების დაბალანსებას ვცდილობ, ამიტომ მე დავდებ მსოფლიოში ყველაზე ინტროვერტი პოლიტიკოსის და მისი გენიალური დედის ფოტოს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

დაახლოებით რომ მიხვდეთ, გიგა საკუთარი თავისგან როგორი დაცლილია და როგორ არ უყვარს წინ ყოფნა, გუშინდელ ამბავს მოვყვები….

Posted by Tamara Chergoleishvili on Saturday, October 14, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g