LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისთავად გამოვიდა ეს სიმღერა, 15 წუთში დაიწერა“ – ირაკლი მეტრეველი

11
ირაკლი-მეტრეველი

28 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის საახალწლო გადაცემას „არის 2023“ ირაკლი მეტრეველი სტუმრობდა. გადაცემაში ორი სიმღერის, „სექტემბრის ფერი სევდა“ და „ზამთრის ბალადა“ პრემიერა შედგა.

ირაკლი, როგორი იყო შენთვის 2022 წელი?

მიუხედავად თავისი ყველანაირი ნეგატიური გამოვლინებისა, კოვიდმა მოიტანა ის, რომ გავხდი გიტარის მასწავლებელი. მოვაწყვე პატარა სტუდია, სადაც ბავშვებს ვამზადებ და ვამეცადინებ და ძალიან ბევრი მოსწავლე მყავს. ეს იდეა მომივიდა მაშინ, როცა კოვიდის ჩაკეტილები ვიყავით, ვისხედით სახლში და მუსიკოსებს არანაირი კონცერტის და პერფორმანსის საშუალება არ გვქონდა. ჯერ „ზუმით“ დავიწყეთ მუშაობა და ახლა უკვე უშუალო შეხება მაქვს მოსწავლეებთან. მოსწავლეების ასაკი 12-13 წლიდან იწყება, ყველაზე უფროსი 42 წლის მოსწავლე მყავდა.

ძირითადად რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს?

სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ტენდენციას ვაკვირდები, 15-17 წლის ბავშვები ძალიან პოპულარულია მეტალი და როკი, მძიმე მუსიკა.

როგორ შეიქმნა სიმღერა „სექტემბრის ფერი სევდა“?

სიმღერა როგორც ბავშვი ისე იბადება, როგორი იქნება, არ იცი. პირველი სექტემბერი იყო, გამოვედი სახლიდან და ვიგრძენი, რომ სექტემბრის ფერი სევდა შემოიპარა. ვიფიქრე, ახლა არ შეიძლება ტრანსპორტში ასვლა, ფეხით უნდა ჩავიდე მეტრომდე-მეთქი და ვიდრე მეტრომდე ჩავედი, 15 წუთში დაიწერა ეს სიმღერა. ერთი პატარა სტროფი მქონდა დარჩენილი და იმ საღამოსვე დავწერე ავტობუსში, როცა სახლში ვბრუნდებოდი. თავისთავად გამოვიდა ეს სიმღერა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ზამთრის ბალადა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

სიმღერის ტექსტი და მუსიკა ჩემია. ჩაიწერა „ზიბო სტუდიაში“, არანჟირება ირაკლი ზიბზიბაძეს ეკუთვნის. საახალწლო სიმღერაა, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად სიტყვები ახალი წელი და გილოცავ ნახსენები არ არის, ვფიქრობ, რომ საახალწლო განწყობას ქმნის.

 

ირაკლი მეტრეველი – ზამთრის ბალადა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები