39 წლის ოლივია უაილდი კვლავ მარტოა. ის ჰარი სტაილსს დაშორდა და წითელ ხალიჩაზე ეულად გამოჩნდა. მსახიობი ფილმის, „მოსაუბრე ქალები“ პრემიერაზე მივიდა და საოცარი „ლუქით“ ყველა დაჩრდილა. ამ დღეს უაილდს „სკიაპარელის“ ულამაზესი კაბა ამშვენებდა.
გრძელ, შავ კაბას მკერდი მოოქრული ჰქონდა. მის იმიჯს შეკრული თმა და მინიმალისტური მაკიაჟი ასრულებდა.
რაც შეეხება ოლივიასა და ჰარის განშორების ამბავს. გამოცემა People-ის ცნობით წყვილმა „ტაიმ აუტის“ აღება გადაწყვიტა, ამის მიზეზი კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პრიორიტეტებია.
ჰარი სტაილსი და ოლივია უაილდი ორ წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ