„თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული, თინათინ ინაური, სწავლას ნიდერლანდებში, ლეიდენის უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, თინათინ ინაურმა ლეიდენის უნივერსიტეტისაგან სწავლის სრული დაფინანსება და სტიპენდია მოიპოვა.
„ამ სტიპენდიას (CEU Praesidium Libertatis Scholarship) წელიწადში მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს.
თინათინმა მიმდინარე სასწავლო წელს მაგისტრის პირველი ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისგან (CEU) მიიღო. მისი აკადემიური ინტერესები დემოკრატიასა და დემოკრატიულ უკუსვლას, ავტორიტარული რეჟიმებისა და არალიბერალური იდეოლოგიებისა და პრაქტიკების კვლევას მოიცავს.
მან სწავლის გასაგრძელებლად მოწვევა King’s College London-დანაც მიიღო, თუმცა არჩევანი ლეიდენზე შეაჩერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული, თინათინ ინაური, სწავლას…
Posted by თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University on ორშაბათი, 11 აგვისტო, 2025