მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ქალიშვილის, ალისას ვიდეოს აქვეყნებს და მის შესახებ წერს:
„ესაა ალისა სამი წლის წინ, დღეს კი იგი უკვე სკოლის მოსწავლეა.
5 წლის ალისა თავისუფლად საუბრობს და წერს ქართულად, ინგლისურად და რუსულად, ასევე დაწყებული აქვს ფრანგულის სწავლა. მასწავლებლები ამბობენ რომ მისი მათემატიკის ცოდნა მე-3 კლასელის დონეზეა.
ასევე დადის ფორტეპიანოზე და პედაგოგი გაოგნებულია მის მიერ მასალის უსწრაფესი ათვისებით. ვის დაემსგავსა ნეტავ ასეთი ნიჭიერი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
