LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისუფლება ირაკლი ბებუას“ – 28 სექტემბერს კანცელარიასთან ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოვითხოვთ: მოძრაობა „20 ივნისი“

100
243226296-127137563000427-3368090435570365918-n

სამოქალაქო მოძრაობა „20 ივნისი“ 28 სექტემბერს კანცელარიასთან აქციას გამართავს. ორგანიზატორების ცნობით, ერთ წელზე მეტია ირაკლი ბებუა ოკუპანტების ტყვეობაშია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ორ თვეზე მეტია უპასუხოდ ტოვებს ბებუას ოჯახის მოთხოვნას შეხვედრაზე.

ორგანიზატორების ცნობით, ისინი მთავრობისგან ირაკლი ბებუას ოჯახთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას და ჩვენი თანამოქალაქის გასათავისუფლებელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

„სამშაბათს 15:00-ზე კანცელარიასთან! ერთ წელზე მეტია ირაკლი ბებუა ოკუპანტების ტყვეობაშია.

ორ თვეზე მეტია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უპასუხოდ ტოვებს ბებუას ოჯახის მოთხოვნას შეხვედრაზე.

მოვითხოვთ მთავრობისგან ოჯახთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას და ჩვენი თანამოქალაქის გასათავისუფლებელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g