LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავისუფლება მიშას” – საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

113
11

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს.

სასამართლოსთან, სადაც დღეს სააკაშვილის მორიგი პროცესი უნდა გაიმართოს, მისი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები  მისულები არიან ბანერებით – “თავისუფლება მიშას”.

სასამართლოს ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება.

სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

ფოტო: IPN

magti 5g