LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფლების მარში თავისუფლების მოედნამდე – აქციის მონაწილეები შაბათს მსვლელობას გეგმავენ

207
aqciaaaaaa

იმ შემთხვევაში, თუ შს მინისტრი პოსტს სამუშაო კვირის ბოლომდე არ დატოვებს, შაბათს, 19:00-ზე რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოეწყობა. ეს იქნება დემონსტრაციების მე-10 დღე.

„გამოდით სახლებიდან, სამსახურებიდან, უნივერსიტეტებიდან, საჯარო სტრუქტურებიდან და პოლიციიდან. შაბათს 29 ივნისს, გამოდით მთელი საქართველოდან რესპუბლიკის მოედანზე, 19:00 საათზე.

გამოდით ყველა და ჩვენ გვექნება თავისუფლების მარში რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.

ჩვენ გვექნება თავისუფლების მარში, რომელშიც ყველა ქართველი მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა სპიკერმა  შოთა დიღმელაშვილმა.

აქციის მონაწილეები 7 დღეა პარლამენტთან პროტესტს აგრძელებენ. ისინი ამბობენ, რომ  მათი ორი მოთხოვნა უკვე შესრულებულია და აქციებს გახარიას გადადგომის მოთხოვნით განაგრძობენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან პერფორმანსი მოაწყვეს [ვიდეო]

აქციის მონაწილეებმა წითელი ლენტები შემოიხვიეს თვალებზე და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g