LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავისუფლების მარშის” გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია

120
აქცია რუსთაველზე

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში ფილარმონიიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან.

ისინი რამდენიმე წუთში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან, საიდანაც უკვე „თავისუფლების მარში“ გაერთიანებული შემადგენლობით რუსთაველის გამზირისკენ მოეწობა. თავის მხრივ, რესპუბლიკის მოედნისკენ რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ “ევროპული საქართველოს” ლიდერები და მათი მხარდამჭერებიც.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს შს მინისტრი.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g