თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილეები ხელახალი არჩევნების მოთხოვნით იკრიბებიან.
მათი თქმით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს “არჩევნები მოჰპარა და ხალხის ხმები გააყალბა”.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ორგანიზატორების განცხადებით, სამოქმედო გეგმას აქციის მონაწილეებს ადგილზე გააცნობენ.