„გრეის ორმოცდაათი ელფერის“ დასკვნითი ნაწილის პრემიერა მომავალი წლის თებერვალში გაიმართება, თუმცა ქსელში ახალი ნაწილის თიზერი გამოქვეყნდა, სრული ტრეილერი კი ნოემბერში გამოვა.
ცნობილი ტრილოგიის ახალ ნაწილს „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ ჰქვია და სცენარისტებმა მასში ყველაფერი „ჩატიეს“: ქორწილი, რომანტიკული თაფლობის თვე, ახალი უსიამოვნებები, არასასურველი „სტუმრების“ დაბრუნება წარსულიდან და ა.შ.
ფილმი დიდ ეკრანებზე 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.