LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავს არ ვთვლი დამნაშავედ… არ იყო ისე როგორც ბრალშია მოყვანილი: ზურაბ ზვიადაური

251
zviadauri

თავს არ ვთვლი დამნაშავედ. თავს არ ვცნობ დამნაშავედ, ეგ ერთი და მანდ რაც არის მოყვანილი, არ იყო ისე, დანარჩენს ადვოკატები გასცემენ პასუხს, – ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თელავის რაიონული სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g