LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ ყველას გაჩვენოთ, რა ხდება კაპროვანში“ – ლევან სუხიტაშვილი სტიქიის ზონიდან ვიდეოს აქვეყნებს

3391
site_715X400 (4)

მსახიობი ლევან სუხიტაშვილი, რომელიც კაპროვანში იმყოფება, ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.

„თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ ყველას გაჩვენოთ, რა ხდება კაპროვანში. საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა. წუხელ განუწყვეტლივ წვიმდა.. რაც კაპროვანში ვარ, ასეთი ამინდი არ მინახავს.

კაპროვანს აქვს არხი, რომელიც უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში წყალს ატარებდა. მშენებლობების დროს ამ არხში, ზოგმა ნაგავი ჩაყარა, ზოგმა წვრილი მილები, რაც უხვი ნალექის შემთხვევაში წყალს ვეღარ ატარებს.. ძალიან კარგი იქნება თუ არხს გაწმენდენ..“,– ამბობს ლევენ სუხიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა.

გურიაში, სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g