ძალიან უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მე ვითხოვ ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესრულებას, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ ვთხოვ ამას, როდესაც თვითონ გამოდიან და ამბობენ, ყველაფერში ბიძინა დაინახეთო. ძალიან უცნაური შემთხვევაა, რომ ამ ნაწილში კარგად ვერ გაუგეს“,- ამბობს ხვიჩია.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლაპარაკებები „გირჩს“ „ქართულ ოცნებასთან“ და რამდენად შეიძლება შეასრულოს ფასილიტატორის როლი ოპოზიციის საერთო პოზიციის შეჯერებაში, ხვიჩია ასე პასუხობს:
„ჩვენ სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები გვქონდა ხელისუფლებასთან. უბრალოდ ამ შემთხვევაში საჯარო სივრცეში გადმოვიდა ეს დისკუსია, ვინაიდან არასაჯაროდ ვერ შევთანხმდით და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვართ პარლამენტში, როგორც ბევრს ეგონა.
„ქართული ოცნებისგან“ საჯაროდ ვითხოვთ დადოს კანონპროექტი მაგიდაზე, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება შესრულდება“,- აცხადებს „გირჩის“ ლიდერი.
არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილს ფულს ბიძინა ივანიშვილი უხდიდეს - ხვიჩია
„მიხეილ სააკაშვილი კი თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხს მიში ეშინოდეს“.
მისი თქმით, მემორანდუმი, რომლითაც „მოქალაქეები“ შევიდნენ პარლამენტში ითვლისწინებს ბარიერის 0-დან 3 პროცენტამდე ჩამოწევას, რაც ძალიან მცირეა.
„პარლამენტში მარტო ჩემს შესვლა არშესვლაზე არაა საუბარი. მე არ მეგულება ოპოზიციაში ადამიანები, რომლებიც ამის გამო შემოვლენ პარლამენტში. ერთადერთი კომპრომისის წერტილი შეიძლება იყოს, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით.
იცით, რომ მიუხედავად ისეთი ზეწოლებისა, რომელიც ოპოზიციაში არსებობს, ოპოზიციის დეპუტატების მიმართ, მაინც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ თვალსაზრისით ინტერესს ამჟღავნებენ“.- აცხადებს ხვიჩია „კვირის თემასთან“ საუბრისას.
ნარკოპოლიტიკას „გირჩის“ გარეშე განიხილავს პარლამენტი, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იყო. რამდენად იცავს „გირჩი“ ამომრჩევლის ინტერესებს?
„მე ასე უფრო უკეთ ვიცავ ჩემი ამომრჩელების ხმებს. იცით, რომ შიდა პრობლემებც გვქონდა არჩევნების შემდეგ. სიის პირველი ნომერი და პარტიის ლიდერი წავიდა. ამ რეალობაში ბოლო 2 თვეა, „გირჩს აქვს გამოკვეთილი, ყველასგან განსხვავებული პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ილანძღებიან, ჩვენი არგუმენტის წინააღმდეგ კონრეტული არგუმენტი არავის უთქვამს.
რაც უფრო მეტი დრო გადის ყველა აქტორი პოლიტიკურ მოედანზე ხედავს, რომ ჩვნი პოზიცია შეიძლება იყოს გამოსავალი. პარტია, რომელიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდა და რომელსაც არ გააჩნია დიდი ფინანსური რესურსი და საარჩევნო კამპანიაც ასე აწარმოა, ახლაც არც ბიუჯეტის ფულს იღებს და არც ხელფასს არ იღებს და მხოლოდ შემოწირულობით არსებობს, მგონია, რომ საინტერესო სპექტაკლს სთავაზობს თავის ამომრჩეველს. არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩევლები უკმაყოფილოები უნდა იყვნენ“, – აცხადებს „გირჩის“ ლიდერი.
რა შემთხვევაში შეიძლება, „გირჩი“ პარლამენტში ვიხილოთ. ვის ბულინგსა და ვის მოფერებას აპირებს პარტია?
„გააჩნია, ვის რა დაჭირდება…. ჯერ ხელისუფლების ბულინგია საჭირო. მთავარი ჩამშლელი და პროვოკატორი ჩვენი გეგმის არის ხელისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ მათგან ვითხოვთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირების ასრულებას. ამის გამო შევდივართ პარლამენტში. ამაზე კონსტრუქციული პოზიცია, რა შეიძლება იყოს?
ვიცი, რომ როცა ქუჩაში აღმოვჩნდებით და არ შევალთ პარლამენტში, ჩვენზე დაიწყება გინების ნიაღვარი, იტყვიან, რომ ვართ ნაცები და ა.შ. იცოდეთ, რომ მე ვითხოვ, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესრულება, ამაზე კონსტრუქციული, რა უნდა მომეთხოვა?“- ამბობს ხვიჩია.
რატომ არ აინტერესებს პარტიას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
„ვგულშემატკირობთ ოპოზიციის მიზანს, მაგრამ ეს ნაკლებად გვაინტერესებს, მაგრამ მათ მოთხოვნებს მხარს ვუჭერთ და ხელს ვაწერთ, მაგრამ ასეთი მხარდაჭერის პირობებშიც კი გაგვებუტნენ. სკანდალი გვქონდა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარესთან. შესაბამისად ამ რეალობაში ჩვენ ჩვენი ხედვები გვაქვს. გვინდა დავინახოთ, რომ ოპოზიცია უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის ერპიროვნულ ხელმწიფედ მოსვლაზე“. – განმარტავს პარტიის ლიდერი.
გაყალბდა თუ არა არჩევნები?
„შინაგანად მჯერა, რომ არჩევნები პატიოსნად არ ჩატარებულა, მაგრამ თავს ვიკავებ მას გაყალბებული არჩევნები ვეძახო.
როცა ამას იტყვი, უნდა დაამტკიცო და ამისთვის მარტო ტელევიზიაში კადრები არ უნდა აფრიალო. იურისტი ვარ და 1000 პროცესზე ვარ ნამყოფი. ზუსტად ვიცი, რა არის მტკიცებულებების სტანდარტი. ფასილიტატორებთან ჩვენ ვაგებთ „ქართულ ოცნებასთან“, იმიტომ რომ არ ვუმტკიცებთ არჩევნების გაყალბებას. ჩვენ ახლა ან ეს უნდა გამოვასწოროთ, ან უნდა ვაღიაროთ, რომ გვინდა ფასილიტატორების შეცვლა და ეს ხომ არასწორია.?- განაცხადა ხვიჩიამ.
სჭირდება თუ არა „გირჩი“ ხელისუფლებას პარლამენტში?
„ხელისუფლებას სჭირდება თუ არა, ეს თავად ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ხალხს ნამდვილად სჭირდება, რომ ჩვენ ვიყოთ პარლამენტში და ამიტომ მოგვცა ხმა.
ხელისუფლებას „გირჩი“ რომ სჭირდებოდეს, ამდენ ხანს პროპოციულ არჩევნებს დადებდა. ზოგადად ხელისუფლებას პარლამენტში არავინ სჭირდება. ამიტომ ის სიგიჟე, რაც ცოტა ხანში ქვეყანაში მოხდება, მისი პასუხისმგებლობა იქნება და ცოტა ხანში ამას ფასილიტატორები თვითონ იტყვიან“, – ამბობს ხვიჩია.
დამთავრდა თუ არა ნიკა მელიასთან დაპირისპირება „იარაღის“ ჩუქებით.
„მე და ნიკა მელიას პირადული არაფერი არ გვქონია. კონფლიქტი, ჩხუბი და კამათი გვქონდა საქმეზე. ეს საქმე ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გვინდა, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შერიგება და ასევე გვინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა პარლამენტში. კონფლიქტი დასრულდება მაშინ , როდესაც ეს მოხდება და საქმე ხელის ჩამორთმევით დასრულდება და ნიკა მელიას საქმეც სასამართლოში არ გაგრძელდება, როგორც ეს „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ უნდა იყოს“, – განმარტავს ხვიჩია.
ვიბრძვი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად: იაგო ხვიჩია
