LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავზარდამცემი ამბავია“ – მომღერალი ნიკა გაგნიძე და მისი ძმა გარდაიცვალნენ

1970
ნიკა გაგნიძე

ანსამბლი „დიდგორი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, გარდაიცვალნენ მომღერალი ნიკა გაგნიძე და მისი ძმა. ანსამბლი „დიდგორი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახსა და სრულიად საქართველოს.

არსებული ინფორმაციით, მანქანაში, რომელშიც ძმები და მათი ბიძაშვილი ისხდნენ ხევში გადაიჩეხა. ძმები ად­გილ­ზე გარდაიცვალნენ, ხოლო მათი ბი­ძაშ­ვი­ლი გა­დარ­ჩა, თუმცა მძიმედ არის დაშავებული.

„დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ ძირიანის წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა.

ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს…

ძირიანი / Dziriani“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g