LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თავზე დამამხე” თეატრი, მაშინ როცა მე შეიძლება არ ვიზიარებ შენ აზრს, ამ ხაზის დარღვევაზე ვდარდობ” – წულუკიანი მსახიობების პროტესტზე

274
თეა წულუკიანი

,,თავზე დამამხე” თეატრი, მაშინ როცა მე შეიძლება არ ვიზიარებ შენ აზრს, – კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, დარდობს იმ ხაზზე, რომელიც თეატრსა და მაყურებელს შორის, ამ პროტესტის დროს დაირღვა.

,,ის ვინც თქვენ ნახეთ, ვინც კულტურის სამინისტროს სისტემაში საქმიანობენ, ანუ ჩვენი მხრიდან იღებენ ხელფასს, ამ ადამიანების მცირე რიცხვმა, სამწუხაროდ დაარღვია ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს. ასე არის ოდითგან, რომ ხაზი არსებობს უხილავი, ჯადოსნური, მისტიური, დარბაზსა და სცენას შორის.

ეს დაარღვიეს…იმ დარბაზში ყველა არ ზის ერთ აზრზე და ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის, “თავზე დამამხე” თეატრი, მაშინ როცა მე შეიძლება ვზივარ, ჩუმად ვარ, არ ვიზიარებ შენ აზრს და შენ თავში მირტყი პლაკატი. ვიღაცამ გაიზიარა, გაუხარდა, მაგრამ ვიღაცამ ხო არ გაიზიარა. ამ ხაზის დარღვევას მე ვდარდობ. სხვა რა დაშავდა. თქვა თავის აზრი, გაიარა და კანონი მაინც მივიღეთ. დარჩა ეს პლაკატი ხელში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g