LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტა­მიფ­ლუს“ მი­ღე­ბა პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით არ შე­იძ­ლე­ბა – პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი

ინგა მამუჩიშვილი

ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის „ტა­მიფ­ლუს“ მი­ღე­ბა პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით არ შე­იძ­ლე­ბა, ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­ზე“ პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი წერს.

„დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბი­დან ყვე­ლა H1N1,ანუ ღო­რის გრი­პი არ არის (ბევ­რს მე­კი­თხე­ბი­ან და­პა­ნი­კე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი). ამ პე­რი­ოდ­ში, აგ­რეთ­ვე, ვხვდე­ბით ადე­ნო­ვირუ­სებს, რი­ნო­ვირუ­სებს, ნო­რო­ვირუ­სებს, რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­ა­ლურს და ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატს, ოსელ­ტა­მი­ვირს (ტა­მიფ­ლუს), ასე ხე­ლა­ღე­ბით, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ (ბევ­რი მი­რე­კავს და მე­კი­თხე­ბა, ხომ არ მი­ვი­ღოთ პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნი­თო). თუ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლია H1N1,რო­მე­ლიც გრი­პის A სე­რო­ტი­პის ერ­თერთ ქვე­ტიპს წარ­მო­ად­გენს,ან უბ­რა­ლოდ ვირუს­ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნის­თა­ნა­ვე პირ­ვე­ლი­ვე სა­ა­თებ­ში, პირ­ვე­ლი­ვე დღეს ტა­მიფ­ლუს მი­ღე­ბა, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი დო­ზი­რე­ბით, რო­მელ­საც ექი­მი შე­გირ­ჩევთ, ნამ­დვი­ლად გა­მო­ი­ღებს სა­სურ­ველ შე­დეგს!

უბ­რა­ლოდ გთხოვთ,რომ თვით­ნე­ბუ­რად ეს პრე­პა­რა­ტი არ გა­მო­ი­ყე­ნოთ! დო­ზი­რე­ბა შე­ირ­ჩე­ვა მკაც­რად! H1N1 თა­ვი­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბით ჩვე­უ­ლებ­რივ სე­ზო­ნურ გრიპს ჰგავს, თუმ­ცა ახა­სი­ა­თებს სწრა­ფი გარ­თუ­ლე­ბა(პნევ­მო­ნი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა), უჩ­ვე­უ­ლო ძი­ლი­ა­ნო­ბა მკვეთ­რი ზო­გა­დი სი­სუს­ტის გამო,ხში­რად სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა,ღე­ბი­ნე­ბა,თუ ასე­თი სიმპტო­მე­ბი გა­მო­გივ­ლინ­დათ დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს! გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ ბავ­შვე­ბის,მო­ხუ­ცე­ბის და ფო­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მი­მართ! სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ ეპი­დე­მია არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა,“ – წერს პე­დი­ატ­რი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g