გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში არსებულ ტბაში გუშინ საღამოს 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო.
თვითმხილველთა განმარტებით, მამაკაცი ტბაში ბანაობის მიზნით შევიდა, რის შემდეგაც მან ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს