LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტბაში ფეხბურთელთა გუნდი დაიხრჩო

51

უგანდაში ფეხბურთელებით სავსე ნავი გადაბრუნდა, 30 ადამიანი დაიღუპა.
ბიჭები ამხანაგური მატჩის სათამაშოდ მიცურავდნენ.

ალბერტის ტბაში ნავს ადგილობრივი გუნდის ფეხბურთელები და გულშემატკივრები გადაყავდა. პოლიციაში თქვეს, რომ ნავზე ზედმეტად ბევრი მგზავრი იმყოფებოდა და როდესაც ისინი ერთ მხარეს მოექცნენ, ნავი გადაიხარა. უმრავლესობა ნასვამი იყო.
გადატვირთულ ნავს დაახლოებით 45 ადამიანი გადაყავდა. მხოლოდ 15 მათგანი გადარჩა.

მსგავსი შემთხვევები ხშირია ალბერტის ტბაზე და აფრიკის სხვა მხარეშიც. ნავები ზედმეტი მგზავრებით და სხვადასხვა საგნებით დაცურავენ.
ნოემბერში ალბერტში 10 ადამიანი დაიხრჩო, ხოლო 2014 წელს ტრაგედიას კონგოდან მომავალი 251 ლტოლვილი შეეწირა.

 

1482776777_897642_1482776835_noticia_normal

C0n4ip2WEAA4mo7

uganda-boat

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები