LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილი, სიყვარულიანი, ბედნიერი სიმღერაა“… „ძალიან კარგი დუეტია, ძალიან კარგად ერწყმის ჩვენი ხმები“ – ლოლა წერეთელი და გიორგი შოშიტაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

71
ლოლა & გიორგი & ქეთი

14 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ქეთი ხუციშვილი, ლოლა წერეთელი და გიორგი შოშიტაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა ერთობლივ ნამუშევარზე, შემოქმედებით სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „რადიო დუეტში“ სიმღერის „ეგ თვალები“ პრემიერა შედგა.

ვისაუბროთ თქვენს ახალ ერთობლივ ნამუშევარზე, „ეგ თვალები“. ქეთი, სპეციალურად ლოლასთვის და გიორგისთვის დაიწერა აღნიშნული სიმღერა?

ქეთი: ლოლა დამიკავშირდა და დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ რაღაც სიმღერა უნდა შექმნილიყო ლოლასთვის. ლოლას სოლო სიმღერა უნდოდა და მეც რაღაც ვერსია შევთავაზე, ვუთხარი, იდეა მაქვს და მოგასმენინებ-მეთქი. რამდენიმე ხაზი რომ მოვასმენინე, მითხრა, მორჩა, ეს სიმღერა ჩემიაო. სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც მე მეკუთვნის. არანჟირება არაჩვეულებრივ მუსიკოსთან, აჩი ოშხერელთან გაკეთდა. აბსოლუტური სიურპრიზი იყო და თვითონ ლოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიოსთან ერთად გაეკეთებინა ეს სიმღერა. ვფიქრობ, რომ კარგად დაინახა, ამას მომგებიანი ხედვა ჰქვია. ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა. მიხარია, რომ ორი წარმატებული ადამიანი ასრულებს ჩემს სიმღერას. თბილი, სიყვარულიანი, ბედნიერი სიმღერაა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს მუსიკას უსმენს. ჩემი წარდგენა პრაქტიკულად გიოსგან მოხდა, პირველად მან გააჟღერა ჩემი გვარი და სახელი.

ლოლა: მე იცი როგორ ვაფასებ ამ ნამუშევარს?! ეშხიანი, ქართული, ლამაზი, თბილისური, გემრიელი სიმღერაა.

ქეთი: მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ელდარმა და იმ თაობამ შექმნეს „ქსოვრელები“ და ის ყველაფერი, რასაც გიო აგრძელებს, მაგრამ თუ ადამიანში თვითონ არ დევს პოტენციალი, რომ ეს გააკეთოს და გააგრძელოს, მას არავის შვილობა არ უშველის. ძალიან მაგარია, რომ გიომ ეს ყველაფერი გააკეთა, მაგრამ უფრო მაგარი იცით, რა არის?! როდესაც პიროვნებად ყალიბდები და უკვე შენი სახელით და გვარით რომ საუბრობ.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნული სიმღერის სატელევიზიო პრემიერას?

გიორგი: პაატას შოუში იყო ამ სიმღერის პრემიერა და ძალიან კარგი გამოვიდა, მინდა გითხრათ, რადგან ნახვებიც ბევრი აქვს და კომენტარებზე აღარ მაქვს საუბარი, ძალიან დადებითი და პოზიტიური კომენტარებია. ძალიან კარგი დუეტია, ძალიან კარგად ერწყმის ჩვენი ხმები.

ლოლა, რა ხდება შენს სოლო კარიერაში, როგორია სამომავლო გეგმები?

ლოლა: იწერება 12 სიმღერა, მზადდება ალბომი. ამ პროექტის ტვინი არის ქეთი ხუციშვილი. ალბომში იქნება დუეტები ქეთისთან, გიოსთან და პაატა გულიაშვილთან.

ქეთი, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი კომპოზიტორი ხარ, ძალიან კარგადაც მღერი და შენთვის იტოვებ სიმღერებს თუ სულ ასე, სხვებისთვის გემეტება?

ქეთი: ჩემთვისაც მაქვს სიმღერები, მაგრამ მაცდის ვინმე?! არ მაცდიან, ჩასაფრებულები არიან (იცინის).

 

ლოლა & გიორგი შოშიტაშვილი – ეგ თვალები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები