თბილიში ახალი კაფე ”ველი” გაიხსნა. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას კაფეს მენეჯრმა სალომე ფანჯიანმა აღნიშნა, ტერასა, რომელიც სეზონურად იხსნება, უმეტესად მათზეა გათვლილი, ვინც თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებს და სურს მყუდრო და ჰარმონიულ გარემოში ბუნებასთან სიახლოვე შეიგრძნოს.
მისივე ინფორმაციით, კლინეტებს სასმელებს 4-16 ლარის, ხოლო ბურგერებს 5-14 ლარის ფარგლებში სთავაზობენ. რაც შეეხება საფირმო კოქტეილს ”ველი”, მისი დაგემოვნება 14 ლარადაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, კაფეში კვირაში ერთხელ ივენთები იმართება, სადაც ქართველი dj-ები არიან მოწვეულები. კვირა დღე კი სრულ განტვირთვას და პიკნიკურ განწყობას ეთმობა.
”ჩვენთან ძალიან მეგობრული და ჰარმონიული გარემოა. ბევრი სიმწვანე და ბუნებასთან მიახლოებული დიზაინი. მაქსიმალურად ვეცადეთ, ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ყველას შეეძლოს ზაფხულის ცხელი დღეების ჩვენთან, ბუნებრივ და გრილ გარემოში გატარება”, – განაცხადა ფანჯიანმა.
”ველი” აბანოთუბანში, გრიშაშვილის 11 ნომერში მდებარეობს. კაფე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 16:00-დან 02:00, ხოლო შაბათ-კვირას 12:00-დან 02:00 საათამდე მუშაობს.