LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს

19

უეფას შტაბ-ბინაში 2018-19 წლების 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, აზერბაიჯანის, ისრაელისა და ლიხტენშტეინის ნაკრებ გუნდებთან ერთად პირველი ჯგუფში მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 2018 წლის 14, 17 და 20 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს.

ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მიიღებენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2019 წლის ივლისში სომხეთი უმასპინძლებს.


ასევე გაიმართა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 17-წლამდე ნაკრებებს შორის.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც ზვიად ჯელაძე წვრთნის, მე-6 ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, დანიასთან და ესტონეთთან ერთად. მატჩები 2018 წლის 24-30 ოქტომბერს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა დანია იქნება, ფინალურ ეტაპს კი ირლანდია უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები