ტურისტულმა კომპანიამ Believe დაასახელა მსოფლიოს 8 ქალაქი, სადაც მოგზაურობის მსურველები შობასა და ახალ წელს ყველაზე „ჯადოსნურად“ გაატარებენ. კომპანია მიიჩნევს, რომ ასეთ ქალაქებს შორის არის თბილისიც.
ნიუ-იორკი, აშშ :
ნიუ-იორკის ქუჩებში წელიწადის ამ დროს ზღაპრული ატმოსფეროა შექმნილი. ამერიკელები საგულდაგულოდ რთავენ საცხოვრებელ სახლებს, ამიტომ საოცრად ლამაზია არა მხოლოდ ცენტრალური ქუჩები, არამედ ქალაქის ნებისმიერი უბანი. მრავალფეროვანი საახალწლო კომპოზიციები, სანტას და ირმების ფიგურები, მილიონობით ფერადი ნათურა – ეს ყველაფერი საოცარ საზეიმო ატმოსფეროს ქმნის.
პრაღა, ჩეხეთი :
პრაღაში ახალი წელი ასევე ულამაზესია. აქაც, როგორცამერიკაში, შობა მთავარ ოჯახურ დღესასწაულად მიიჩნევა, ახალი წლის ღამეს კი ყველა ცდილობს, სადმე წავიდეს და ხმაურიანად აღნიშნონ ახალი წლის დადგომა. ამისთვის კი იდეალური ადგილებია ღამის კლუბები, ბარები, რესტორნები. დღესასწაულის გაგრძელება ქალაქის ულამაზესად მორთულ ცენტრში შეგიძლიათ.
მოსკოვი, რუსეთი :
მოსკოვი საახალწლო დღესასწაულებისას ბრწყინავს. აქ შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი ადგილი, სადაც გაყარებთ ახალი წლის ღამეს და კარგადაც მოილხენთ. შეგიძლიათ, გახვიდეთ ცენტრალურ „წითელ მოედანზე“, გორკის პარკში, სადაც ცხენებით სეირნობასაც შეძლებთ, ფეიერვერკებს დაინახავთ და შეძლებთ, სადღესასწაულო ატმოსფეროში მთლიანად ჩაიძიროთ.
საფრანგეთი, პარიზი :
ახალი წლის შეხვედრას ბევრი „დისნეილენდში“ ამჯობინებს, რადგან ამაზე ზღაპრული ატმოსფერო სხვაგან არსად არის.
შეგიძლიათ, სცადოთ, ახალი წლის ღამეს ცნობილ კაბარეში „მულენ რუჟში“ მოხვდეთ, რაც არც ისე ადვილი იქნება მსურველების სიმრავლის გამო.
ვარშავა, პოლონეთი :
ქალაქის ქუჩებში ულამაზესი ბრჭყვიალა ფიგურებია მიმოფანტული – საჩუქრები, ნაძვის ხის ბურთები… მოედნებზე საშობაო ბაზრობებია მოწყობილი, სადაც სუვენირების შეძენას და უგემრიელესი გლინტვეინის დაგემოვნებას შეძლებთ.
როვანიემი, ფინეთი
აქ მდებარეობს სანტა კლაუსის რეზიდენცია. ნამდვილი ზღაპარი – სანტას სამშობლოში მოგზაურობა ყოველთვის ხიბლავდა როგორც პატარებს, ისე – უფროსებს. როვანიემიში აქტიურ გართობას შეძლებთ – ისრიალებთ თხილამურებით, ირმებშებმული მარხილით…
ვენა, ავსტრია :
ახალი წლის პერიოდში ვენა საოცრად მხიარული ქალაქია. აქ გართობის ძალიან ბევრი საშუალებაა – კონცერტები, ოპერა, მიუზიკლები…
თბილისი, საქართველო :
ახალ წელს თბილისში ხმაურიანად და მხიარულად ზეიმობენ. ქუჩები გირლანდებით არის მორთული, პიროტექნიკაზე კი ფულს არავინ იშურებს. თუ თბილისში გაემგზავრებით, ისიამოვნებთ ულამაზესი ხედებით, დააგემოვნებთ უგემრიელეს ქართულ სამზარეულოს და ჩაერთვებით მეგობრულ, მხიარულ დღესასწაულში.