საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება შიდა ავიარეისები ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით.
ფრენებს 50 ადგილიანი CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ყაზახური ავიაკომპანია “SKYBUS” შეასრულებს,
ხოლო მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ავიაკომპანია “სერვისეარი” შეასრულებს ავიარეისებს ნატახტარი – ბათუმი – ნატახტარის მიმართულებით 17-ადგილიანი L410 ტიპის საჰაერო ხომალდით.
ფრენების განრიგი:
ორშაბათი და ოთხშაბათი:
ბათუმი-თბილისი: 07:30
თბილისი-ბათუმი: 09:00
პარასკევი:
ბათუმი-თბილისი: 19:25
თბილისი-ბათუმი: 20:50
სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა:
ნატახტარი – ბათუმი: 09:00
ბათუმი – ნატახტარი: 11:00