LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ბოთლიყლაპიას ითხოვს (ვიდეო)

157

თბილისში, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატების დადგმისთვის, საზოგადოების ნაწილი გაერთიანდა.

ეკატერინე მამალაძის ორგანიზებით, შეიქმნა პეტიცია და 8 ნოემბრიდან ხელმოწერები ონლაინ რეჟიმში გროვდება.

ამ ეტაპზე 600 ხელმოწერაა შეგროვებული. იმისთვის, რომ საკითხი განიხილონ  კიდევ 49400 მხარდამჭერია საჭირო.

ბოთლიყლაპია აპარატები უკვე მრავალი წელია გავრცელებული ევროპის ქვეყნებში. ეს აპარატები 2 უმნიშვნელოვანეს პრობლემას ერთდროულად აგვარებს:

1) დანაგვიანება – ბოთლიყლაპია აპარატებისთვის აუცილებელია პლასტმასის გადამამაუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც მეორადად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ასევე საქართველოში არსებული სასმელების მწარმოებელი ქარხნებისთვისაც, რადგან მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთიდან პლასტმასის შეძენა და თვითონ ქვეყანაში წარმოებულ გასაბერ ბოთლებს შეიძენენ.

2) გაჭირვება – ბოთლის ჩაბარების ღირებულება განსაზღვრული იქნება იმ ფასით, რა ფასიც ყველა მყიდველს მოემატება სასმელებზე. თუ მყიდველს არ სურს (მაგ. 20 თეთრი) დაკარგოს მომატებული თანხა, მაშინ თავად ჩააბარებს ბოთლს ან გაჭირვებული ისარგებლებს ამ თანხით და მინიმუმ საკვების ფულის შოვნას შეძლებს.

ნახეთ როგორ მუშაობს ბოთლიყლაპია გერმანიაში:

magti 5g