LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი CNN-ის საშობაო სამოგზაურო ქალაქების სიაშია

154
231205082454-12-european-towns-that-look-like-christmas-tbilisi

„ევროპის საშობაოდ მორთული ჯადოსნური ქალაქები“ – CNN-მა 12 ევროპული ქალაქი დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს. ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი CNN-ის სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს.

„ვისაც შობა გიყვართ საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ შობას 25 დეკემბრის ნაცვლად 7 იანვარს აღნიშნავენ.
დღესასწაულების მთავარი დღე საქართველოში 31 დეკემბერია, ადგილობრივები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან, მთელ ქალაქში ცა ფეიერვერკითაა განათებული. პარლამენტის შენობასთან დიდი ნაძვის ხეა, აქვე ახლოს ეწყობა საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები“, – წერს CNN-ის ჟურნალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები