„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადი ჯაფარიძე თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „თბილისი დავიბრუნეთ, ისე, როგორც დავუბრუნეთ მთელი ქვეყანას“.
მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ დამარცხებულია და მმართველი გუნდი შეეცდება შედეგები შეცვალოს, რაც არ გამოუვა.
„ქართული ოცნება დამარცხებულია თბილისში. ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა ხმის დაცვა, ოცნება შეეცდება შეცვალოს შედეგები, რაც არ გამოუვა, რადგან დამაჯერებლად იგებს ოპოზიცია თბილისში, რეგიონებშიც ასეთი შედეგი იქნება. ეს არის ფაქტი, ჩვენ თბილისი დავიბრუნეთ და ახლა გვჭირდება ზუსტად მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ხალხის ნებიდან გამომდინარე გვეკუთვნის ოპოზიციას“,- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ნიკა მელია – 40,8 % კახა კალაძე – 40,2 % გიორგი გახარია – 8,7 % – „იპსოსის“ ეგზიტპოლის შედეგები