LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი გეით გალერიში“ geofashionlab-ის შოურუმი იმართება

122

23-24 დეკემებერს 13:00-დან  დან 20:00 საათამდე  „თბილისი გეით გალერიში“ Geofashionlab.com-ის შოურუმი გაიმართება. ამის შესახებ “ფორტუნას” გამოფენის არტ დირექტორმა მაკა ხუციშვილმა განუცხადა. შოურომზე წარმოდგენილი იქნება  Geofashionlab.com-ზე  განთავსებული დიზაინერების პროდუქციის ორდღიანი საახალწლო გამოფენა-გაყიდვა.

„ასეთი შოურუმი პირველად იმართება , თუმცა მას სეზონური ხასიათი მიეცემა. შოურუმზე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. იმოქმედებს საახალწლო ფასდაკლება. რაც შეეხება Geofashionlab.com -ს – ეს  ონლაინ პლატფორმაა , რომლის მიზანია ქართული მოდა საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანოს და ქართველ შემოქმედებს შესაძლებლობა მისცეს გლობალურ ბაზარზე ინტეგრირდნენ“- განაცხადა მაკა ხუციშვილმა

 

გამოფენა-გაყიდვაზე მონაწილეობას იღებენ ატელიე „მარტა“, არტ სალონი „ლიკა“ , “Georgian factory”, მაკა ხუციშვილი, მარიამ მინდაძე, სოფი ეწადაშვილი, მაკა ჯაფარიძე, „ბული“ , „გენი“ და  სხვა ქართველი დიზაინერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g