LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tbilisi House – კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მობინადრეებთან

1135
მიხეილ ძაგანია

Tbilisi House ის სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ცდილობს, ჰქონდეს მაღალი რეპუტაცია სამშენებლო სფეროში, ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე საცხოვრებელი გარემო, შეინარჩუნოს ქალაქის ეკოსისტემა და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ურბანულ განვითარებაში.

მიხეილ ძაგანია, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის Tbilisi House დამფუძნებელი და დირექტორი:

– ჩვენი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში ოთხი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დასრულება შევძელით. ისინი უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული და ასობით კმაყოფილი მობინადრე გვყავს.

ამჟამად გვაქვს სამი მიმდინარე პროექტი – „გორგასალი თაუერი“ ორთაჭალაში (გორგასლის ქ. #32), „ჰაუს დიღომი“ (დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-14 კმ, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე) და „ჰაუს გარდენი“ ისანში (ჩოლოყაშვილის #1).

თითოეული პროექტი ფუნქციით, დატვირთვით და მნიშვნელობით განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითისთვის, ორთაჭალაში საცხოვრებელი კორპუსი 25 სართულიანია, საიდანაც მტკვარზე პანორამული ხედები იშლება. ეს პროექტი საინვესტიციოდაც ხელსაყრელია – ორთაჭალა ისედაც ისტორიული და ძველი უბანია, ამავდროულად ახლოს არის ქალაქის ცენტრთან, აბანოთუბანთან, შესაბამისად, ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ლოკაციაა და ისინი თავისუფლად იქირავებენ აქ ბინებს.

დიღმის პროექტი რეკრეაციული და დასასვენებელი ნიშნით შეიძლება შეირჩეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სპორტული მოედნები, საცურაო აუზი, რაგბის მოედნები, რაც  ჯანსაღ და ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „ჰაუს დიღომს“ ოთხი უნივერსიტეტი აკრავს გარს (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ევროპული უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი). ასე რომ, ვინც უძრავ ქონებაში ინვესტირებას გაქირავების მიზნით გეგმავს, ნამდვილად სარფიანი მოგება ექნება.

რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, ამჟამად ორი პროექტის გეგმარება მიმდინარეობს. ხაზს გავუსვამდი „ლისი ჰაუსს“. აღნიშნული კომპლექსის ნიშაც, ლისის ტბიდან გამომდინარე, რეკრეაციული იქნება. აქ დამონტაჟდება მზის პანელები, რაც მომავალ მობინადრეებს გარე განათებისა და სხვა საერთო კომუნალური ხარჯების შემცირების საშუალებას მისცემს. „ლისი ჰაუსს“ ექნება საკუთარი საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, ეს ყველაფერი კი ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს შექმნის.  

– ვინ არიან თქვენი მობინადრეები, თუ პოტენციური მობინადრეები?

– ზოგადად, უნდა აღვნიშნოთ, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. პოტენციური მყიდველები რამდენიმე ტიპად შეიძლება დავყოთ, ესენი არიან: ადამიანები, რომლებიც საცხოვრებელ გარემოს იცვლიან, მაგალითად, სოფლის ტიპის დასახლებაში მცხოვრებნი ურბანულ გარემოში გადასვლის გადაწყვეტილებას იღებენ; ემიგრანტები, რომელთა წილი საერთო გაყიდვების პროცესში საკმაოდ სოლიდურია; ცალ-ცალკე ცხოვრების მსურველი მშობლები და შვილები, რომლებიც ასევე უწყობენ ხელს საერთო მოთხოვნის ფორმირებას.

– კონკურენციასაც რომ შევეხოთ, დღეს სამშენებლო სექტორი ძალიან აქტიურია, ბაზარზე ბევრი კომპანია ოპერირებს, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთზე უკეთეს პროექტებს ახორციელებენ. ამ პირობებში თქვენ როგორ ინარჩუნებთ საკუთარ ნიშას?

– მართლაც, კონკურენცია ძალიან მაღალია, განსაკუთრებით დედაქალაქში. ამ სფეროში არაერთი სოლიდური ჯგუფი მუშაობს, არაერთი ახალი კომპლექსიცაა დაანონსებული. სხვათა შორის, წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკმაოდაა გაზრდილი მშენებლობის ნებართვის გაცემის მაჩვენებელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას. მართალია, ჩვენ ჯერ კიდევ ახალბედები ვართ ამ სფეროში, მაგრამ აქტიურად ვართ ჩართულნი პროცესში. უნდა აღვნიშნო ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერა. ეს თანამშრომლობა პოტენციური მყიდველებისთვისაც განაპირობებს გარანტირებულ შენაძენს – გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ გარანტორები იმისა, რომ ესა თუ ის კომპლექსი ნამდვილად აშენდება, საქართველოს ბანკიც უზრუნველყოფს, რომ პროექტი დროულად, ვადებში და მაღალი სტანდარტებით ჩაბარდეს. მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლების მხრიდან ჩვენდამი ნდობის ფაქტორი საკმაოდ მაღალია და ამას კეთილსინდისიერი საქმიანობა განაპირობებს.

– რა შეიძლება იქცეს თქვენი საქმიანობის წამახალისებელ ან შემაფერხებელ ფაქტორად?

– გასული 4-5 წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორი არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. მაგალითისთვის საკმარისია ვახსენოთ პანდემია, რომელმაც ბევრ სფეროს უარყოფითი კვალი დაამჩნია, თუმცა სამშენებლო სექტორი, რომელიც ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, არ გაჩერებულა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც, დასაქმების თუ ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ზოგადი წინსვლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები