LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი იმ 18 მშვენიერ ევროპულ ქალაქს შორისაა, რომელსაც ახლავე უნდა ეწვიოთ

279
Tbilisi_View_from_the_Top-1517x985-1515665827-1024x665

“18 მშვენიერი ევროპული ქალაქი, რომელსაც ახლავე უნდა ეწვიო”, – ამ სათაურით პოპულარული ტურისტული გამოცემა Thrillist სტატიას აქვეყნებს. ბერლინის, პრაღის, კრაკოვის, ტალინის, ზაგრების და სხვა ევროპული ქალაქების პარალელურად, გამოცემა მკითხველს საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობას ურჩევს.

Thrillist-ის ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.

„ახალი ავიარეისების დანიშვნის შემდეგ კავკასიის გულში მოხვედრა გამარტივდა. თბილისში შეგიძლიათ უგემრიელესი კერძები დააგემოვნოთ და კულინარიული გამოცდილება მიიღოთ. რატომ უნდა წახვიდეთ თბილისში? აქ თქვენ ნახავთ ფერად აივნიან სახლებს, გოგირდის ბუნებრივ აბანოებს, საბაგიროთი შეგიძლიათ ახვიდეთ 13-ე საუკუნის ციხე-სიმაგრეზე, ასევე ეწვიოთ ღამის კლუბებს, რომელიც ბერლინსაც შეშურდება. გაზაფხულიდან თბილისში უკვე დაფრინავს Air France და როგორც ამბობენ, მალე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-იც დაემატება, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს კავკასიის გულში მოგზაურობას”-წერს Thrillist-ის ჟურნალისტი ბენჯამინ კემპერი.

ცნობისთვის, გამოცემა Thrillist-ს 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს და სოციალურ ქსელებში ნომერ პირველი სამოგზაურო გვერდად არის მიჩნეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g