LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი მცხეთას და რუსთავს, შესაძლოა, ტრამვაით დაუკავშირდეს

152

თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, დედაქალაქის მთავრობას სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც ქალაქის შემოსასვლელებს ერთმანეთთან ეფექტიანად დააკავშირებს.

საუბარია მცხეთა – თბილისი – რუსთავი – გარდაბნის მიმართულებით საქალაქო რკინიგზის, ან ჩქაროსნული ტრამვაის გაყვანაზე.

როგორც გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ​გენგეგმის ჯგუფის პროექტში უცვლელად დარჩა სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებული ხედვა, სადაც საუბარია, ე.წ. S-Bahn -ის, ან ტრამვაის შემადგენლობის გაშვებაზე, რომელიც ამ მიმართულებაზე არსებულ დასახლებულ პუნქტებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

საუბარია ასევე, ქალაქის შემოსასვლელებს შორის ეფექტიანი სარკინიგზო კავშირის შექმნაზე, რომლის გასწვრივ ასევე, მოეწყობა საავტომობილი გზა. ამგვარად გამოთავისუფლდება მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო, სადაც რეკრეაციული ზონები და მუნიციპალური ტრანსპორტის სავალი ზოლი მოეწყობა.

“სატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით, გარკვეულ ალტერნატივად მტკვრის მარცხენა სანაპირო განიხილება. მდინარის სანაპიროზე გარკვეული მონაკვეთები გვინდა იქცეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავალ ნაწილად და აგრეთვე რეკრეაციულ ტერიტორიად, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მიუახლოვდნენ მტკვარს. მეორე პრობლემაა მტკვრის ეკოლოგიური ხარისხი და მას აუცილებლად გამოსწორება სჭირდება”, – აცხადებს გენგეგმის ჯგუფის წევრი მამუკა სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ გენგეგმაში წარმოდგენილი პროექტები გრძელვადიანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g