”თბილისი მოლში” ზაფხულამდე 6 ახალი მაღაზია და რამდენიმე კვების ობიექტი გაიხსნება. როგორც ”ფორტუნას” სავაჭრო ცენტრში განუცხადეს, ამ ეტაპზე ”თბილისი მოლის” პირველი და მეორე სართულები თითქმის მთლიანად ათვისებულია, ამიტომ ახალი ბრენდები მესამე სართულზე განთავსდება.
”ამ დროისთვის ცენტრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ვცდილობთ, მესამე სართული ავითვისოთ. სავარაუდოდ, ახალი მაღაზიები ივნისის შემდეგ გაიხსნება. ეს იქნება ძირითადად ტანსაცმლის, ჭურჭლისა და საბავშვო სათამაშოების მაღაზიები. ბრენდების ვინაობას ჯერჯერობით არ ვამხელთ, თუმცა გეტყვით, რომ ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ დიდი მოთამაშეა”, – განაცხადეს ”თბილისი მოლში”.
მათივე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე ორი ახალი კვების ობიექტის გახსნაც იგეგმება.
„თბილისი მოლი“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, პირველი უმსხვილესი საერთაშორისო სტნდარტების კომპლექსია, რომელიც დასვენების, ვაჭრობისა და გართობისთვის აუცილებელ ყველა ელემენტს აერთიანებს.