LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tbilisi Open Air ახალბედა მუსიკოსების მონაწილეობით ლაივშოუს გამართავს

1496
foto

10 ივნისს, 20:00 საათზე, Tbilisi Newcomers 2022-ის დასკვნითი, ფინალური ლაივ შოუ, ელექტროვერკში გაიმართება.

ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

Tbilisi Newcomers 2022-ზე 100-მდე განაცხადი შევიდა. შოუქეისისთვის 30-მდე ახალი პროექტი შეირჩა, ხოლო ლაივ კონცერტისთვის 16.

– Tongue Bite
– Igor Cutlr
– Penrose
– Pelargonia
– Vromj
– Anik
– K.A.I
– MEME
– Ly Sas
– Kachli
– Tomorrow Never Comes
– Generations
– Plum Sauce
– Process
– ოჩოს ქოხი
– Dooda

Tbilisi Newcomers საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან, Tbilisi Open Air-თან ერთად დაიწყო 2009 წელს. პროექტის მიზანია ახალბედა ბენდების და მუსიკოსების, ასევე ახალი მუსიკალური პროექტების წახალისება და ხელის შეწყობა. Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული ყოველთვის ხვდება კავკასიის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის, TBILISI OPEN AIR-ის მთავარ სცენაზე.

2022 წელს, Tbilisi Newcomers-ს, Tbilisi Open Air-თან ერთად კიდევ ერთი ფესტივალი, ROKVA უჭერს მხარს. წლევანდელ გამარჯვებულ პროექტს სცენას ორი მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად დაუთმობს.

Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული სხვადასხვა წელს გახდნენ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა: Moku Moku, LOUDspeakers, Bedford Falls, Lua, Killages…

ფესტივალი Tbilisi Open Air 24, 25 და 26 ივნისს, უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება.

წლევანდელი ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g