LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი–პრაღა: ევროპის გულისკენ პირდაპირი ფრენები იწყება

214

ავიაკომპანია Georgian airways მაისიდან, ჩეხეთის დედაქალაქის მიმართულებით და პირიქით, პრაღიდან თბილისში, პირდაპირ ფრენებს იწყებს.

როგორც ავიაკომპანია აანონსებს, ფრენები მაისიდან დაიწყება. ჯერჯერობით, უცნობია ავიაბილეთების ღირებულება.

პრაღა ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია. ის მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული.

Georgian airways გეგმავს, რომ თბილისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ლონდონშიც განხორციელდეს.  რეისი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით 2017 წლის გაზაფხულის სეზონიდან, კერძოდ კი მარტიდან დაიწყება. ავიაკიმპანია მგზავრებს ლონდონში, ”გატვიკის” აეროპორტში ჩაიყვანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g