LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი პრაიდი“ – ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ქვიარ ადამიანები საჯარო სივრცეებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ – გაძლიერდა სიძულვილი, ცენზურა და დევნა

145
თბილისი პრაიდი

ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ქვიარ ადამიანები საჯარო სივრცეებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ. გაძლიერდა სიძულვილი, ცენზურა და დევნა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უარს ვამბობთ სასოწარკვეთაზე. ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვრცელდება.

როგორც ლგბტქ+ მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, 2013 წლის 17 მაისს ქვიარ თემზე თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ძალადობა და ჩაგვრა ხელისუფლების პოლიტიკური ნება ყოველთვის იყო.

„17 მაისს – ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს – გვინდა, ვისაუბროთ ქვიარ ადამიანების მედეგობაზე, ხანგრძლივ წინააღმდეგობასა და ურთიერთზრუნვაზე. მიუხედავად ძალადობის, დევნისა და ჩაგვრისა, ქვიარ ადამიანები კვლავ ვქმნით სივრცეებს, სადაც ერთმანეთის დანახვა, სოლიდარობა და თავისუფლება შესაძლებელია. სათემო შეხვედრებზე, კლუბურ სივრცეებში, პროტესტის წინა ხაზებზე თუ ემიგრაციაში – ყველგან ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ. ქვიარ ადამიანებს ისტორიულად გვიწევდა მტრულ გარემოში არსებობა. ამიტომ ვიცით, როგორ გადავრჩეთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ შევინარჩუნოთ ადამიანურობა ყველაზე რთულ პირობებშიც.

2013 წლის 17 მაისს ქვიარ თემზე თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ძალადობა და ჩაგვრა ხელისუფლების პოლიტიკური ნება ყოველთვის იყო. ჩვენს სხეულებზე იწვრთნებოდა ის ავტორიტარიზმი, რომელიც დღეს უკვე მთელი საზოგადოებისთვისაა ხილული. ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ქვიარ ადამიანები საჯარო სივრცეებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ. გაძლიერდა სიძულვილი, ცენზურა და დევნა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უარს ვამბობთ სასოწარკვეთაზე. ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია. ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ. ზოგჯერ გადარჩენაც ბრძოლის ფორმაა. ჩვენი წინააღმდეგობა მხოლოდ უფლებებისთვის ბრძოლა არაა – ის სიყვარულიცაა, სიხარულიც და თავისუფლების სურვილიც“, – აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g