“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიებები არ გაუქმდება. ამასთან დაკავშირებით ისინი უახლოეს პერიოდში განცხადებასაც გაავრცელებენ. ამ ეტაპზე უცნობია, ღონისძიებების გამართვის ზუსტი ლოკაცია.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” ჩატარების საკითხი დღეს უნდა გადაწყვეტილიყო. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ღონისძიებები არ გაუქმდება.
დაანონსებულია „ღირსების მარშიც“. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვასაძემ და მისმა მხარდამჭერებმა გარკვეულ გეგმებზე უკან დაიხიეს, პრაიდის ორგანიზატორები მათი მხრიდან ძალადობას არ გამორიცხავენ.