LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევისთვის დაკავებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

88
1

მიმდინარე წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო.

ბრალდებულებს – გიორგი ოძელაშვილს, ალიკა ალაზოვსა და გიორგი ელისბარაშვილს 5 000-5 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი 8 ივლისს დააკავა.

აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ასევე ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.

ვიდეო: ძალადობის შესაჩერებლად პოლიციამ არაფერი გააკეთა: “თბილისი პრაიდი” დარბეული ოფისის კადრებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g