LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tbilisi Pride: კანცელარიასთან იქამდე დავრჩებით, სანამ ხელისუფლება პოზიციას არ დააფიქსირებს

246
collage

პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან თავისუფლების მეტროს მიმართულებით კორიდორი გააკეთა, რათა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ.

ამასთან,  კანცელარიასთან, სადაც ლგბტ პირების აქცია და ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობს ყვითელი ავტობუსები მიიყვანეს, თუმცა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციასთან დარჩებიან იმ დრომდე, სანამ მთავრობის წარმომადგენლებისგან არ მოისმენენ, რომ ხელისუფლება ემიჯნება ძალადობას.

“ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მშვიდობიანად.  ჩვენი გადამალვა არ არის ის გზა, რომელიც სახელმწიფომ უნდა აირჩიოს “, – განაცხადა „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა.

როგორც აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ განაცხადა, დღეს გამოჩნდა, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო სინქრონულად მოქმედებენ ლგბტ თემისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს გაიყვანოს კონტრაქციის მონაწილეები, რათა პრაიდის ორგანიზატორებსა და ლგბტ უფლებების დამცველებს თავიანთი აზრის მშვიდად გამოხატვის საშუალება მიეცეთ.

“აქ სახელმწიფომ თუ არ უზრუნველყო ადამიანების უფლება, რომ საფრთხის გარეშე შეეძლოთ შეკრება, მაშინ ჩვენ სახელმწიფო არა ვართ- აცხადებს ელენე ხოშტარია.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე , სადაც აქცია და კონტრაქცია იმართება,  საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც მივიდა

“ვითარების გასაცნობად მოვედი. საპატრიაქრომ განცხადება გააკეთა და მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ მთელი პასუხიმგებლობა იმ ორგანიზაციამ უნდა აიღოს თავის თავზე, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები. ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში დაძაბულობას და საპატრიარქოს განცხადება იყო პრევენციული,- გაანცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ

დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება.

ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს.

„თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია არ გამართონ.

აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ კონტრაქციის რვა მონაწილე დააკავა.

კანცელარიასთან კონტრაქციის 8 მონაწილე დააკავეს

ორ საათზე მეტია რაც კანცელარიათან აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობს

magti 5g