ავიაკომპანია Georgian Airways-ის „თბილისი-სანკტ-პეტერბურგის“ რეისზე ბომბს ეძებენ. რუსული ინტერნეტპორტალი ამ ინფორმაცის მგზავრებზე დაყრდნობით ავრცელებს. თვითმფრინავი აეროპორტ „პულკოვოს“ ჩამოფრენის ტერმინალთან დაჯდა. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის მგზავრები ბარგს კინოლოგები ამოწმებენ.