თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ მომხმარებელს საშემოდგომო აქციას სთავაზობს.
უფრო კონკრეტულად, ავიაკომპანიის ინფორმაციით, 31 ოქტომბრამდე ბილეთის შეძენის შემთხვევაში, ნოემბრის განმავლობაში, თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით, „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი ავიაკომპანია „ანადოლუჯეტის“ რეისებით ორმხრივი მგზავრობის ფასი 99 ევროდან იწყება (ექვივალენტი ლარში).
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვრედის საშუალებით: https://www.anadolujet.com/en
შეგახსენებთ, AnadoluJet Turkish Airlines-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2008 წლის 23 აპრილს შეიქმნა.