თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თბილისი-სტამბოლი-თბილისის ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. აქციის ფარგლებში ბილეთების ფასი 109 ევროდან იწყება.
აქცია მოქმედებს 23-28 მარტის პერიოდში დაგეგმილ მგზავრობაზე. ბილეთების შეძენა კი მსურველებს უკვე შეუძლიათ 31 იანვრამდე. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ვრცელდება ეკონომ კლასის ბილეთებზე, ორივე მიმართულებით.
Turkish Airlines-ის ინფორმაციით, მითითებული ფასები მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს, თუმცა შეთავაზების ფასი შესაძლოა შეიცვალოს კურსის ცვალებადობის შემთხვევაში.