თბილისი Tripadvisor–ის ათეულში მოხვდა. ათეული მსოფლიოს გარშემო 10 ლოკაციას აერთიანებს, რომელიც თანდათან უფრო ფასდება და პოპულარული ხდება.
თბილისის “აუცილებლად სანახავ ადგილთა” რიცხვშია ძველი თბილისი, მშვიდობის ხიდი და ეროვნული ბოტანიკური ბაღი.
ათეული რიგითობის მიხედვით ასე გამოიყურება:
- მეხიკო – სან ხოსე დელ კაბო;
2. ბრიტანული კოლუმბია – ვისტლერი;
3. ბრაზილია – ჯარიკოაკოარა;
4. ჰავაი – კიჰეი;
5. აზერბაიჯანი – ბაქო;
6. ფილიპინები – ელ ნიდო;
7. ისრაელი –ეილატი;
8. ესპანეთი – ლას პალმას დე გრან კანარია;
9. საქართველო – თბილისი;
10. ინდოეთი – ჯოდპური.