ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ბელარუსის მიმართულებით ფრენებს ანახლებს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც მინსკის აეროპორტზე დაყრდნობთ წერს.
მინსკის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Georgian Airways თბილისი-მინსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს 25 მარტამდე გაწერილი განრიგის მიხედვით შეასრულებს. რეისები კვირაში 4 სიხშირით, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს განხორციელდება.