LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან დუბაის მიმართულებით დღეში 3 ავიარეისი შესრულდება

88
1596539735967

flydubai საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის„ავიანიუსის“ ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია 10 მაისიდან დუბაითბილისიდუბაის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 14 სიხშირით, ანუ დღეში ორი სიხშირით შეასრულებს, 25 მაისიდან კი  flydubai-ს სიხშირეები ისევ იზრდება. უფრო კონკრეტულად, 25 მაისიდან flydubai კვირაში დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებაზე 21 სიხშირით იფრენს. შესაბამისად, დუბაისა და თბილისს შორის დღეში 3 ავიარეისი შედგება.

შეგახსენებთ, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები