ამ დროისთვის საქართველოდან ირანისკენ ფრენები არ გაუქმებულა და ავიამიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში სრულდება. მაგალითად, დღეს თბილისიდან 2 რეისია ჩანიშნული, 18:15 საათზე და ასევე, 20:00 საათზე.
როგორც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა და თბილისი-თეირანის საჰაერო ხაზზე 2 ავიაკომპანია კვლავ აგრძელებს ოპერირებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მარშუტზე Taban Airlines – კვირაში 4-ჯერ; Qeshm Air კი ყოველდღიურად დაფრინავს.
საერთაშორისო ავიაკომპანიებმა ირანსა და ერაყში ფრენა შეწყვიტეს
ირანისა და ერაყის ნაწილის საჰაერო სივრცის გამოყენება აკრძალულია აშშ-შიც
შეგახსენებთ, ირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ამერიკულ ბაზებზე ერაყში, რამდენიმე საათში კი თეირანთან ახლოს. ახლო აღმოსავლეთში მიმდნარე მოვლენების გამო, საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, ირანისა და ერაყის ავიასივრცეში ფრენების შეწყვეტის შესახებ.