თბილისიდან მადრიდში პირდაპირ ჩაფრინდებით – COVID-19-ის მიუხედავად, ესპანური ავიაკომპანია Air Europa საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას ისევ განიხილავს. ამის შესახებ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, მადრიდი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნით ესპანური მხარეა დაინტერესებული. ილია გიორგაძის ინფორმაციითვე, მადრიდიდან თბილისისკენ პირდაპირი რეისების შესრულებაზე იმსჯელებენ ესპანეთის ტურიზმის მინისტრი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, როდესაც ესპანეთის დელეგაცია ივლისის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვევა.
“ერთ-ერთი საკითხი რაზეც ტრანსპორტის მინისტრი ისაუბრებს ნათია თურნავასთან იქნება ესპანური ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა. მათი მხრიდან ინტერესი დიდია, კერძოდ, ეს სავარაუდოდ იქნება Air Europa”, – აღნიშნა ილია გიორგაძემ.
შეგახსენებთ, Air Europa საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას 2019 წელსაც გეგმავდა.