“თურქეთის ავიახაზები”-ს თბილისი-სტამბოლის ავიარეისები უფრო კომფორტული, განიერი ფიუზელაჟის თვითმფრინავით- AIRBUS 330 -ით შესრულდება.
როგორც ”ფორტუნას” ავიაკომპანიიდან აცნობეს, „თურქეთის ავიახაზები“, რომლისთვისაც მგზავრთა კმაყოფილება უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, აგრძელებს ინოვაციური მომსახურების შეთავაზებას.
”31 ოქტომბრიდან, „თურქეთის ავიახაზები“, პირველად საქართველოს ავიაბაზარზე, რეგულარულ რეისებზე, სთავაზობს მომხმარებელს განიერი ფიუზელაჟის თვითმფრინავით ფრენას. „თურქეთის ავიახაზების“ რეისები სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი, რეისის ნომრით TK386/TK387, შესრულდება A330 -ით, რომელიც აღჭურვილია ბოლო თაობის ტექნოლოგიებით და მრავალი ჯილდოს მფლობელი საბორტო გასართობი სისტემით,“ – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გაფრენა.