ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებას იწყებს. ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე ფრენები 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ 25, 27-28, 29 დეკემბერს და 1, 2 და 6 იანვარს (6 ფრენა) განხორციელდება.
პირდაპირი ჩარტერული რეისები Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოდან ლისაბონში მოხვედრა მარტივდება - ფრენას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით შევძლებთ
ფრენები 2020 წლის 1-ელ მარტიდან დაიწყება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ტაილანდურ ავიაკომპანიას ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა თავდაპირველად 2 რეისზე მიენიჭა (21 ოქტომბერი). Thai Air Asia X-ის დამატებითი განაცხადის საფუძველზე კი, 4 რეისის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 27 ნოემბერს გაიცა.